სამადაშვილს ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებისთვის ჯერ მიკროფონი გაუთიშეს, შემდეგ კი კომიტეტიდან გააძევეს

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სალომე სამადაშვილს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გაუთიშა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა “ოლიგარქი ივანიშვილი” ახსენა. ოხანაშვილმა მისგან ივანიშვილის საპატიო თავმჯდომარედ მოხსენიება მოითხოვა:

,,მშვენივრად საუბრობთ მიკროფონის გარეშე… მეგაფონი მიიტანეთ სადაც მიჩვეული ხართ მეგაფონით სიარულს. მე თქვენ მოგიწოდებთ ისაუბროთ კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში. აქ არ ვართ იმისთვის, რომ თქვენს პერფორმანსებს ვუსმინოთ”, – მიმართა ოხანაშვილმა სამადაშვილს.

კამათის შემდეგ, ოხანაშვილმა სამადაშვილი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა და დარბაზიდან გააძევა – “მოქცევას როდესაც ისწავლით, მაშინ შემობრძანდებით”.

შეგახსენებთ, პარლამენტმა დღეს განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცედურები დაიწყო. დღეიდან მინისტრობის კანდიდატებს საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ. 8 თებერვალს კი საპარლამენტო უმრავლესობა ახალ პრემიერსა და კაბინეტს განახლებულ შემადგენლობას უკვე სასესიო ფორმატში დაამტკიცებს.

მსგავსი თემები