ოთხმა კომიტეტმა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეს.

ოთხმა კომიტეტმა კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ამილახვარს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.

8 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა ირაკლი კობახიძის მთავრობას საბოლოოდ დაამტკიცებს.

მსგავსი თემები