,,წულუკიანის დამტკიცებით, ხელს მოაწერთ ქვეყნის კულტურული იდენტობის განადგურებას” – ხელოვანები

პარლამენტთან დღეს დილიდან შეიკრიბნენ ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ისინი მოითხოვენ, რომ საკანონმდებლო ორგანომ თეა წულუკიანს ნდობა აღარ გამოუცხადოს და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე აღარ დაამტკიცოს. ,,ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, მეცნიერები, ხელოვანები, მოვუწოდებთ, პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს. მისთვის ნდობის გამოცხადებით თქვენც თანაბარი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გეკისრებათ ეროვნული მემკვიდრეობის განადგურებაზე, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ჩამოშლაზე, პროფესიონალთა დევნაზე, ცენზურაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე. თეა წულუკიანის სისტემაში დატოვებით ხელს მოაწერთ ქვეყნის კულტურული იდენტობის შეუქცევად განადგურებას, კეთილსინდისიერი პროფესიონალებისთვის გამოცხადებულ ტერორს და ქვეყნის სრულ კულტურულ იზოლაციას,” – ამბობს რეჟისორი გიორგი თავართქილაძე. შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 საათზე, მათ…

მეტი...

,,უკრაინისთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია” – კახა კალაძე

,,უკრაინისთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია”. ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის ბედი უკრაინისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი კონკრეტულ დანაშაულშია ბრალდებული და გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელის ვადა ამოეწურება. „ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს. გამიჭირდება დეტალებში შევიდე და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა პირველი, რაც მინდა, ამ ქვეყანას ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ მტერს არ ვუსურვებ, რაც უკრაინაში ხდება – ძალიან დიდი უბედურება, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი, უმძიმე მდგომარეობაა. ამიტომ, მათთვის…

მეტი...

ქუთაისში აფთიაქი გატეხეს

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე აფთიაქი გატეხეს. არსებული ინფორმაციით, უცნობ პირებს აფთიაქში თანხა არ დახვდათ და ,,შესაწირი ყუთი” წაიღეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს” – კახა კალაძე

ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი ხალხის მხარდაჭერაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დაკომპლექტების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა. „ჩვენთვის სიახლე არ არის მათი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას და მომავალს. პირველ რიგში კი, დამაზიანებელია მათთვის. საბედნიეროდ, ქვეყანაში ბევრი სწორად მოაზროვნე ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანის ძალისხმევით, ერთიანი ჩართულობით, საქართველოში ვერასდროს იქნება რადიკალიზმი წარმატებული და ყოველთვის იქნება მარცხისთვის განწირული, როგორც გასული წლების განმავლობაში. ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლების წყარო არის…

მეტი...

სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას პოლიციის ატაშეებზეც ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ, მათ შორის, გასულ წელს, ირლანდიასა და ისრაელში მივლენილ იქნენ პოლიციის ატაშეები და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მეტი...

,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ივანიშვილის როლი ჩვენი ქვეყნის რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში” – ირაკლი ჩიქოვანი

,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ივანიშვილის როლი ჩვენი ქვეყნის რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში”. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში მოსმენის დროს განაცხადა. ,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი ჩვენი სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში. დიდი პატივია, პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ბატონი ირაკლი კობახიძის ნდობა. სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომის უნარი სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისთვის”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმი დასკვნას აქვეყნებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმი მორიგ დასკვნას აქვეყნებს. ექიმები მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა “ვივამედში” 25 იანვარს იმყოფებოდნენ. დასკვნას უცვლელად გთავაზობთ: ,,ექიმ-ექსპერტების დასკვნა: ჩივილები/ანამნეზი საერთო სისუსტე, წონასწორობის კარგვა, დაბუჟების შეგრძნება კი¬დუ¬რებში, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება. ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია Hb 9,9g/l, ლეიკოპენია 3300. იღებს სეციტას, ტრიტიკოს, ვალსაკორს, ნებილეტს, ატარაქსს, ტამსულოზინს, რამოდენიმე საპლემენტს, სიმპტომურად არასტეროიდებს. გასინჯვის შედეგი პაციენტი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს, კითხვებს უხალისოდ პასუხობს, კოგნიტიური ფუნქციები შეფასდა MMSE სკალით – 21 ქულა (N≥25), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შეფასების სკალით (GAD-7) 18 ქულაა, რაც მძიმე…

მეტი...

,,ვაპირებთ დამატებით დარტყმებს ირანზე” – ჯეიკ სალივანი

,,ვაპირებთ დამატებით დარტყმებს ირანზე”. ამის შესახებ თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა. ,,ვაპირებთ დამატებით დარტყმებს და დამატებით ქმედებებს, რათა გავაგრძელოთ მკაფიო გზავნილის გაგზავნა, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს, როდესაც ჩვენს ძალებს თავს დაესხმებიან, როდესაც ჩვენი ხალხი დაიღუპება”, – განაცხადა სალივანმა. აშშ-მა საპასუხო დარტყმების პირველი ტალღა, პარასკევს, ერაყსა და სირიაში, 85-ზე მეტ სამიზნეზე განახორციელა. ცნობილია, რომ ისინი ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს უკავშირდება. შაბათს კი აშშ-მა და ბრიტანეთმა დარტყმები იემენში 36 ჰუთის სამიზნეზე განახორციელეს. პენტაგონის განცხადებით, შაბათის თავდასხმები მიზნად ისახავდა იემენის 13 ობიექტს, რომლებიც ჰუთებმა წითელი ზღვის გემებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს.

მეტი...

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 112-მდე გაიზარდა

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 112-მდე გაიზარდა. ასობით ადამიანი კი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მეხანძრეები ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. ხელისუფლების თქმით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ისევ გაიზრდება. ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ქვეყანაში ხანძრის 165 კერა ფიქსირდება და მხოლოდ ვინია-დელ-მარსა და კილპუეში დაახლოებით 14 000 სახლი დაზიანდა. ცეცხლმა დააზიანა სახლები ლა ესტრელასში, ნავიდადსა და კილპუეშიც. შეგახსენებთ, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზად მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი სახელდება.

მეტი...

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა დაიწყო

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა დაიწყო. 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს დეპუტატები მოუსმენენ იუსტიციის, შინაგან საქმეთა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრის კანდიდატის რანგში მისი უკვე ყოფილი კოლეგების წინაშე პირველად წარდგება. ეს სამინისტრო ერთადერთია, რომლის ხელმძღვანელიც ახალი პრემიერის პირობებში შეიცვლება. დღესვე, ჩანიშნულია კიდევ ერთი სხდომა, სადაც განათლების, კულტურის, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

მეტი...

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 5 თებერვალს

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 5 თებერვალს. საქართველოს ეროვნული ბანკი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს: 1 აშშ დოლარი – 2.6688 ლარი; 1 ევრო – 2.9042 ლარი; 1 ფუნტი – 3.4051 ლარი; 1 ლირა კი 0.0876 ლარი ეღირება.

მეტი...

თოვლი, ნალექი, ქარბუქი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

პოლონეთში, ორი ქართველი დააკავეს – მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ვარშავაში ლატარიის ბილეთების ქურდობისთვის, 39 და 55 წლის ქართველები დააკავეს. მათ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ლატარიის 200, გადასაფხეკი ბილეთი მოიპარეს. პოლიციამ დამნაშავეები სათვალთვალო კამერის ჩანაწერიდან იპოვეს. ზარალი დაახლოებით 2 000 ზლოტს შეადგენს. თუმცა, რა თანხა მოიგეს ქართველებმა, უცნობია. დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მეტი...

5 თებერვალს თბილისში შუქი მთელი დღით ჩაქრება

5 თებერვალს თბილისში შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება. იხილეთ ჩამონათვალი: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის II   კვარტლის,  პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მაჭავარიანის, არზაყან ემხვარის, გაბაშვილის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, სარაჯიშვილის, გელოვანის, პოლიტკოვსკაიას და ანჯაფარიძის ქუჩების    მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფერაძის, ქაშაკაშვილის, ნიჟარაძის, სიხარულის, აკაკი გელოვანის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, აბაშიძე-ორბელიანის, დავარის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიის, მელიქიშვილის გამზირის, შარაშიძის, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას, ცხემის,…

მეტი...

თურქეთი ეგვიპტეს უპილოტო თვითმფრინავებს მიაწვდის

თურქეთი ეგვიპტეს უპილოტო თვითმფრინავებს მიაწვდის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან შესახვედრად 14 თებერვალს გაემგზავრება. ეს მისი პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ანკარამ და კაირომ გააუმჯობესეს ურთიერთობები გასულ წელს ელჩების დანიშვნის გზით. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის ლიდერი კოლეგასთან ერთად განიხილავს ორმხრივ და რეგიონულ საკითხებს, მათ შორის ვაჭრობას, ენერგეტიკასა და უსაფრთხოებას. ,,ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაცია მნიშვნელოვანია ეგვიპტისთვის გარკვეული ტექნოლოგიების არსებობისთვის. ჩვენ გვაქვს შეთანხმება უპილოტო საჰაერო ხომალდებისა და სხვა ტექნოლოგიების მიწოდებაზე”, – თქვა ფიდანმა.

მეტი...

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მეტი...

,,წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!” – აქცია პარლამენტთან

,,წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!”. დღეს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, არ გამოუცხადონ ნდობა წულუკიანს: ,,5 თებერვალს, 19:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან, მოვუწოდებთ დეპუტატებს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს! ის არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი! სახელოვნებო და სამეცნიერო ინსტიტუტების მიზანმიმართული ჩამოშლის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შექმნის, გელათის უნიკალური მხატვრობის შელახვის, ქოროღოს კოშკის განადგურების შემდეგ, სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტების შეჩერებისა და ჩაშლის, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის, ოცამდე შრომითი დავის სასამართლოში წაგების, კინოცენტრის, მწერალთა სახლის, კონსერვატორიისა და სამეცნიერო ინსტიტუტების მიტაცების მიუხედავად, 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტი…

მეტი...