ინფლუენსერებისთვის, სავარაუდოდ, რეგულაციები დაწესდება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ინფლუენსერებისთვის, სავარაუდოდ, რეგულაციები დაწესდება

„2024 წლის განმავლობაში, სააგენტო გეგმავს სახელმძღვანელო დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას, რომელიც მზად იქნება 2025 წლისთვის. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს იმ ძირითად წესებს და პირობებს, რაც ინფლუენსერმა უნდა დაიცვას საქონლის ან მომსახურების რეკლამირებისას” – აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

მსგავსი თემები