„დილით, შუადღეს, საღამოს ეფერები უნებართვოდ მიშა სააკაშვილს ღია ეთერში“ – თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს

„როდესაც 60 წლის ქალი ისე, რომ შენთვის ნებართვა არავის მოუცია, დილით, შუადღეს, საღამოს ეფერები უნებართვოდ მიშა სააკაშვილს ღია ეთერში…” – ამის შესახებ კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციონერ თამარ ჩარკვიანზე განაცხადა და მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების” დეპუტატ რიმა ბერაძეს შექებისთვის.

„ქალბატონ რიმას (ბერაძე) მადლობას ვეუბნები მადლობის თქმისთვის, მაგრამ ილიას მუზეუმი აღადგინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჩვენ მხოლოდ გარკვეული ფუნქცია გვქონდა. მადლობა, რომ ამას აღნიშნავთ, თუმცა ეს ქალბატონ თამარ ჩარკვიანს, რომელიც დარბაზიდან არის გაგდებული, არ მოეწონა და გამიკვირდა. როდესაც 60 წლის ქალი ისე, რომ შენთვის ნებართვა არავის მოუცია, დილით, შუადღეს, საღამოს ეფერები უნებართვოდ მიშა სააკაშვილს ღია ეთერში, თქვენ [რიმა ბერიძემ] რომ მე ცოტა კომპლიმენტი მითხრათ, ამაში რა არის ცუდი ამის ფონზე, არ ვიცი, მაგრამ მადლობა, რომ ეს აღნიშნეთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები