რუსეთში ვერტმფრენი “მი-8” ჩამოვარდა

რუსეთში, კარელიის მხარეში ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი Mi-8. სამინისტრომ 4 თებერვალს განაცხადა, რომ ვერტმფრენთან კავშირი შეწყდა.

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.

დღეს სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ვერტმფრენის ნამსხვრევები ტბის სანაპიროდან 11 კილომეტრში აღმოაჩინეს, იმ ადგილზე, სადაც ფრაგმენტები ნახეს, ტბის სიღრმე 40-დან 50 მეტრამდე მერყეობს.

მსგავსი თემები