,,თურმე ზოგი მექსიკით გარბის, ზოგი კატარღით, ზოგიც წყალქვეშა გემით” – ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების გადინებაზე დასმულ კითხვას პარლამენტში ირონიით პასუხობს და ამტკიცებს, რომ ეს მოგონილია.

,,ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს თურმე, ზოგი მექსიკით გარბის, ზოგი რა ვიცი, კატარღებით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები არ ვიცი. არაერთხელ მითქვვამს მე, შინაგან საქმეთა სამინისტროში 40 ათასი ადამიანი ვართ. პოლიციელი გვყავს ძალიან ბევრი და სტატისტიკას მოგიყვანთ. მაგალითად, 2023-ში დათხოვილი თანამშრომლები იყო 2965 და 2909 ახალი მივიღეთ. 2022-ში 4000 ადამიანი წავიდა, 3 200 ადამიანი მივიღეთ. ნამდვილად ვერ დავეთანხმები ქალბატონ ხატიას. წლიურად ვიღაც წავიდა და ახალი მივიღეთ, ეს მე მგონი პრობლემას არ წარმოადგენს არანაირის”, – ამბობს გომელაური.

მსგავსი თემები