დეპუტატს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

პარლამენტში, სადაც კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენს, ხმაური იყო.  “კანონი და სამართლის” დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა ლომინაძემ მას შენიშვნა არაერთგიზ მისცა. ერთ-ერთი მიზეზი კი ის გახდა, რომ ჩარკვიანმა  დეპუტატ მიხეილ სარჯველაძეს სიტყვა შეაწყვეტინა.

“უკვე მესამედ მოგეცით შენიშვნა, ქალბატონო თამარ. გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი. მგონი, ეს გინდოდათ თქვენც და დატოვეთ დარბაზი! “, – მიმართა ლომინაძემ ჩარკვიანს.

ჩარკვიანმა სხდომა დატოვა, თუმცა, მანამდე კი ლომინაძეს ასე მიმართა: „ისედაც, წულუკიანის მოსასმენად ხომ არ დავრჩებოდი?!”

მსგავსი თემები