აშშ-მა G7-ს $300 მილიარდის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის გეგმა წარუდგინა

აშშ გამოვიდა ინიციატივით, რომ დიდი შვიდეულის (G7) სამუშაო ჯგუფებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის $300 მილიარდის ღირებულების გაყინული აქტივების კონფისკაციის გზები განიხილონ. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხი G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა და მათმა მოადგილეებმა განიხილეს. ასევე, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს მსგავსი პოლიტიკა და რა რისკებს შეიცავს ის. ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ამ მხრივ მუშაობის დაჩქარება დასავლეთისთვის უკრაინის დასახმარებლად რუსეთის აქტივების გამოყენების მნიშვნელობას ასახავს.

აშშ-მ, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიისა და კანადის მხარდაჭერით, აღნიშნულ საკითხზე მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების წინადადება წამოაყენა, რათა დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 2024 წლის თებერვლისთვის შედგება, აქტივების კონფისკაციის მხრივ შესაძლებლობების კარი ღია იყოს.

ამერიკის მიერ შეთავაზებული წინადადების მიხედვით, 3 სამუშაო ჯგუფი კონფისკაციასთან დაკავშირებულ ლეგალურ პრობლემებს გამოიკვლევს.

მსგავსი თემები