რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა გასულ დღეს დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ კრასნოჰორივკას, ავდიივკასა და ტორეცკს. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა დასახლებული პუნქტები სარაკეტო სისტემებითა და არტილერიით დაბომბეს.

უწყების თქმით, მომხდარზე გამოძიება ომის კანონებისა და წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები