უკრაინაზე, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად, დაღუპულია 31 და დაშავებულია 120 ადამიანი

რუსეთის დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 120 ადამიანი. ინფორმაციას reuters ავრცელებს.

ყველაზე მეტი დაღუპული კიევის შევჩენკოს რაიონშია, სადაც ნანგრევებში 9 ცხედარი იპოვეს, რვა ადამიანი კი გადაარჩინეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

რვა ადამიანია დაღუპული ზაპოროჟიეში, ხოლო დაშავებულია 13.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ და დღეს დილით 158 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენეს – სხვადასხვა ტიპის რაკეტები და ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.

მისივე თქმით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27 დრონი და 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

მსგავსი თემები