საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, პოლონეთი რუსეთისგან განმარტებებს ითხოვს

პოლონეთის საჰაერო სივრცე 29 დეკემბერს რუსულმა რაკეტამ დაარღვია. პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, რაკეტამ პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეში, 40 კილომეტრით შეაღწია და სამი წუთის შემდეგ უკრაინისკენ გადაუხვია.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის დროებით რწმუნებულს საპროტესტო ნოტა გადასცეს.

პრესსამსახურის ცნობით, სამინისტროში ანდრეი ორდაშს მინისტრის მოადგილემ, ვლადისლავ ბარტოშევსკიმ იმ მოთხოვნათა სია გადასცა, რომელზეც დიპლომატიური უწყება განმარტებებს ითხოვს.

პოლონეთი მოითხოვს ასეთი ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

მსგავსი თემები