უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაში MiG-31K-ის აფრენას უკავშირდება. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, 120 კი დაშავდა.

მსგავსი თემები