,,ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება!” – ჰერჩინსკი

,,ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება”, – ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ საახალწლო ვიდეომიმართვაში.

,,შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით. ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება!

ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით, შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!”, – განაცხადა ჰერჩინსკი.

მსგავსი თემები