რუსების მიერ გაშვებული 10 ,,შაჰიდიდან” 5 ჩამოვაგდეთ – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას “შაჰიდის” ტიპის 10 დრონით შეუტიეს და საჰაერო იერიშები 14 დასახლებაზე მიიტანეს. უკრაინელებმა 5 დრონი ჩამოაგდეს.

,,ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას “შაჰიდის” ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 დრონი გაანადგურა”, – ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

უწყების თქმითვე, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერთან 56 სამხედრო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 150 სარაკეტო და 74 საჰაერო, ასევე 84 იერიში მიიტანეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

მსგავსი თემები