ომი ხანგრძლივი იქნება, ყველას მოვუწოდებ აიღონ ხელში იარაღი – პროკოპენკო

აზოვის ბატალიონის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით,  რუსეთთან მიმდინარე ომი ხანგრძლივი იქნება.

პროკოპენკო უკრაინელებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, მოუწოდებს შეუერთდნენ შეიარაღებულ ძალებს.

“ომის დასრულების ვადებზე წუხილებით გამოწვეული უიმედობის, პანიკისა და აპათიის საუკეთესო წამალი იმ ისტორიულ პროცესებში აქტიური ჩართვაა, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება,” – წერს პროკოპენკო. 

მისი თქმით, ომი შესაძლოა წლები გაგრძელდეს,

“ეს ომი ხანგრძლივი იქნება, ის შესაძლოა წლები გაგრძელდეს, ჩვენზე მხოლოდ ის არის დამოკიდებული თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად,” – წერს პროკოპენკო. 

 

მსგავსი თემები