,,სემეკის გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ჩამოეწერათ  უსაფუძვლოდ დარიცხული, ასევე, ხანდაზმული დავალიანებები, ჯამში – 700 ათას ლარამდე”- დავით ნარმანია ”მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა. მისი თქმით, 2023 წლის განმავლობაში სემეკის გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ჩამოეწერათ კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული, ასევე, ხანდაზმული დავალიანებები, ჯამში – 700 ათას ლარამდე. ამასთანავე, სხვადასხვა მომსახურების სტანდარტის დარღვევის გამო, სემეკის გადაწყვეტილებებით კომპანიებმა მომხმარებლებზე ჯამში 330 ათასი ლარის კომპენსაცია გასცეს. „მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ სემეკის მიერ შეთავაზებული გამარტივებული კომუნალური მომსახურებებით. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი. გარდა ამისა, გაიზარდა დისტანციური მომსახურების მაჩვენებლებიც, მაგალითისთვის, 2023 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტმა უნიკალურმა მომხმარებელმა ისარგებლა *303#-ის…

მეტი...

,,ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ, მაგალითად, და მერე ქრებოდა, ხან სხვა ქვეყანაში ვპოულობდით, ხან იყო ქურდობა”- ვახტანგ გომელაური

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი მოეწერა მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტნგ გომელაურის განცხადებით, პროექტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანით ვაჭრობით, ტრეფიკინგის, დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას. მისივე თქმით, დეპორტაცია არ შეეხება ისეთ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში ლეგალურად მუშაობენ, ან  ისეთი პრობლემა აქვთ, რომლის მკურნალობაც საქართველოში ვერ ხერხდება. ,,ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ, მაგალითად, და მერე ქრებოდა, ხან სხვა ქვეყანაში ვპოულობდით, ხან იყო ქურდობა, სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა ეს ხდება. ამაზეა საუბარი, თორემ, ადამიანი…

მეტი...

მიწისძვრა ჩინეთში – დაღუპულთა რიცხვი 118-მდე გაიზარდა

ჩინეთში, განსუს და ქინგჰაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 118-მდე გაიზარდა. მიწისძვრის შედეგად 266 ადამიანი დაშავდა. 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაზიანდა 5 000-ზე მეტი სახლი. ცნობისთვის, ჩინეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა.

მეტი...

,,მხნეობა და გამძლეობა აღარ მისურვოთ… მისურვეთ, ეს საქმე მალე დასრულდეს და სამართალი აღსრულდეს”- ნიკო კვარაცხელიას დედა

,,მხნეობა და გამძლეობა აღარ მისურვოთ, მადლობელი ვარ, თითოეული თქვენთაგანის… მისურვეთ რომ ეს საქმე რაც შეიძლება მალე დასრულდეს და სამართალი აღსრულდეს”  – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე წერს. ,,ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაული დგება, ყველაფერს გავცემდით ერთად რომ ვიყოთ. შენც ჩემო ბიჭო ვიცი ახლა ადგილს ვერ პოულობ ისე გინდა ჩვენთან, მაგრამ რეალობაა რომ არც შენ და არც ჩვენ არაფერი შეგვიძლია დროის უკან დასაბრუნებლად, ეს დიდი ბოროტება, სამყაროში უბოროტესმა ადამიანმა მოიფიქრა და ასე განგვაშორა ერთმანეთს, მას მერე სულში ვკივით, მაგრამ ამაოდ! უსაშველო ტკივილი ხარ შვილო!!! არც კი ვიცი ამ ტკივილს…

მეტი...

თეთრი სახლი ამ თვეში კიევისთვის დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, მაგრამ ამის შემდეგ თანხა ამოიწურება – კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ს დეკემბერში უკრაინის დასაფინანსებლად თანხები ამოეწურება, თუ კონგრესი არ იმოქმედებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაუდებელი დამატებითი ხარჯების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც კვირების განმავლობაში შეჩერებულია. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს გამოაცხადოს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი ამ თვეში, მაგრამ ამის შემდეგ დაფინანსება შეწყდება. “როცა ეს გაკეთდება… ჩვენ აღარ გვექნება შევსების უფლებამოსილება. და ჩვენ გვჭირდება კონგრესი, რომ იმოქმედოს დაუყოვნებლად”,- განაცხადა კირბიმ.

მეტი...

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა. ვულკანი ქალაქ გრინდავიკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 3 კილომეტრში, 18 დეკემბერს ღამით ამოიფრქვა (ადგილობრივი დროით 22:17 საათზე). ვულკანის ნაპრალი დაახლოებით 3,5 კილომეტრია, ლავის დინების სიჩქარე კი – წამში 100-200 მ³. ახლომდებარე ქალაქ გრინდავიკიდან 4 000-მდე ადამიანია ევაკუირებული.  

მეტი...

,,ზელენსკის მარჯვენა ხელი ანდრეი ერმაკი ომით განადგურებულ უკრაინას ოლიგარქებს გადასცემს?”- ”ბიზნეს ინსაიდერი”

რეალურად გავლენიანი მოთამაშე უკრაინაში. ზელენსკის მარჯვენა ხელი ანდრეი ერმაკი ომით განადგურებულ უკრაინას ოლიგარქებს გადასცემს?, – ამ სათაურით სტატიას „ბიზნეს ინსაიდერი“ აქვეყნებს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში საერთაშორისო ეკონომიკური საკითხების მაღალჩინოსანმა, მაიკ პაილმა მის უკრაინელ კოლეგებს ოთხგვერდიანი სამუშაო პროექტი გაუგზავნა, სადაც რეფორმებია ჩამოთვილი, რომლის შესრულებაც თეთრ სახლს სურს უკრაინისგან, რის სანაცვლოდაც უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას გააგრძელებენ. „ბიზნეს ინსაიდერთან“ საუბრისას უკრაინის ანტიკორუფციული კოალიციის წარმომადგენელი დარია კალენიუკი აცხადებს, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის შემოჭრის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა იმ ოლიგარქებისგან გათვისუფლდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს გაჩნდნენ უკრაინაში. „მაგრამ ამის სანაცვლოდ, ანდრეი ერმაკი, რომელსაც…

მეტი...

აშშ არ კარნახობს ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს – ლოიდ ოსტინი

აშშ არ კარნახობს ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა. „მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ისრაელს ვუკარნახო ვადები ან პირობები ოპერაციისთვის“, – აღნიშნა ოსტინმა. მისი თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის თავის დაცვის უფლებისადმი ძალიან მყარია. მან დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელელი სამხედროებისთვის იარაღის მიწოდებას და მათ მოუწოდა, შეამცირონ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი.  

მეტი...

111 ორსული ქალი ფიქტიურად გააფორმეს სამსახურში – საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ექვსი პირი, რომელთაგან ოთხი მეწარმე სუბიექტია, ხოლო ორი – კომპანიის ბუღალტერი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულები, 2020-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ მმართველობაში არსებულ საწარმოებში, რის შემდგომაც დაამზადეს ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან,…

მეტი...

როგორია გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვების მდგომარეობა

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ცნობისთვის, ოზურგეთში  16 დეკემბერს პიტბულის ჯიშის ძაღლმა 5 და 2 წლის ძმები დაკბინა.

მეტი...

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 87,9%-ი 10 წელზე ძველია

საქართველოში 1.563 მლნ ერთეული ავტომობილია რეგისტრირებული, რომლის 87.9%-იც 10 წელზე ძველია. ამის შესახებ ინფორმაციას BMG ავრცელებს. ცნობისთვის, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში შემზღუდავი ნორმა ამოქმედდება, რომლის შედეგადაც, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება. გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოსულ ავტომანქანებს.  

მეტი...

ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ისრაელი ეტაპობრივად გადავა – გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ისრაელი ეტაპობრივად გადავა. ,,შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ღაზის სხვადასხვა ტერიტორიების განსხვავებას მალე შევძლებთ. ყველა ტერიტორიაზე, სადაც ჩვენს მიზანს მივაღწევთ, ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად გადავიდეთ შემდეგ ფაზაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაბრუნებლად მუშაობა დავიწყოთ. ეს ნიშნავს, რომ ამის მიღწევა უფრო ჩრდილოეთშია შესაძლებელი”, – განაცხადა გალანტმა.

მეტი...

შეიარაღებული მძარცველების მანქანა სხვა მძარცველმა გაიტაცა

კოლორადოში სამი შეიარაღებული და ნიღბიანი მძარცველი ჩეკის განაღდების პუნქტს დაესხა თავს, რა დროსაც, სხვა პირმა მათი მანქანა გაიტაცა. პოლიციამ სამი მძარცველიდან ორი დააკავა. ,,როდესაც ტრიო ძარცვავდა ბიზნესს, მეოთხე კრიმინალმა მოიპარა მათი მანქანა. ოფიცრები შეიჭრნენ ტერიტორიაზე და სწრაფად აედევნნენ მათ. ჩვენ მშვიდად ვართ, არავინ დაშავებულა.” -განაცხადა პოლიციამ.

მეტი...

მიწისძვრა ჩინეთში – დაიღუპა სულ მცირე 116 ადამიანი

ჩინეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე, 116 ადამიანი ემსხვერპლა. მიწისძვრის ეპიცენტრი განსუს პროვინციაში იყო. მიწისძვრის შედეგად, დაშავდა 186 ადამიანი, ხოლო დაზიანებულია 4 782 სახლი. ადგილზე ათასობით მაშველია მობილიზებული.

მეტი...