ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განაგრძობს საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას.
გაკვეთილის განმავლობაში ბავშვები იღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;
მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
მიუსაფარი ცხოველების გამრავლების ძირითადი წყაროები და გამოწვევებთან გამკლავების გზები;
მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები;
რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემა;
როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
,,სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლები სერტიფიკატებს გადასცემენ.
პროექტის მიზანია მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დარეკეთ ცხელ ხაზზე – 032 2 421 424 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით,”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.