მაია სანდუ მოლდოვაში რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს მომავალი წლის გაზაფხულისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ელოდება

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვაში რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს მომავალი წლის გაზაფხულისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ელოდება.

„გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს აქ სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს და მჯერა, რომ ეს ქმედებები გაზაფხულისკენ დაიწყება. გამოიყენებენ იმ ხალხს, რომლებიც აქ ჰყავთ. ახალი არაფერია, სამწუხაროდ. მათ შეიძლება, შეცვალონ გარკვეული ტაქტიკა, მაგრამ გასაგებია, როგორ მოიქცევიან “, – განაცხადა სანდუმ.

 

მსგავსი თემები