„ვის უნდა პარლამენტში შესვლა? – გპასუხობთ, მე ვარ ასეთი პოლიტიკოსი“ – „გირჩი“ „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

„ვაშაძის განცხადება ხელს უშლის ერთობას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „გირჩის“ ერთ – ერთ – ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ შინაარსით ის ოპოზიციის ერთობას ბზარს გაუჩენდა, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრების საპირისპირო განცხადებები:

„ვის უნდა პარლამენტში შესვლა? – გპასუხობთ, მე ვარ ასეთი პოლიტიკოსი, ვაშაძის განცხადებაში განსაკუთრებული ცუდი არ ეწერა, ვეთანხმებით იმას, რომ არის ჩიხი, ოღონდ არის ერთი პუნქტი, რაც ეხება სიმართლის დადგენას , მაგრამ სიმართლისა დადგენა ამ ქვეყანაში არის შეუძლებელი, ამ ქვეყანაში სისტემაა პრობლემა, რადგან სასამართლოს სამართალთან კავშირი არ აქვს და არც პარლამენტს პარლამენტთან, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ პრობლემა არაა და უკრიტიკოდ დავემორჩილებით, მე ამას ვერ მივიღებ,  რადგან მომიწევს ისეთ ადგილას შესვლას, რასაც არ ვაღიარებ.

„გირჩი“ ქუჩაში ვართ 5 წელია, არც პარლამენტში არ ვყოფილვართ და პრეტენზია არ გამოგვითქვამს, „ნაციონალურ მოძრაობს“ შევხვდით, განცხადების გაკეთებიდან ორ საათში, მაგრამ როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ, თავადვე გააკეთა განცხადება, რომ ემიჯნებიან ვაშაძის პოზიციას, ესე იგი ერთად ვართ ისევ,“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები