გიგა ოთხოზორიას ოჯახმა სტრასბურგში საქმე მოიგო

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და კრემლი მოპასუხე მხარედ გამოაცხადა. ევრო-მოსამართლეების არგუმენტაციით, ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი ახორციელებს და სწორედ, მას უნდა დაესაჯა მკვლელი კანჯი ოღლი, რაც არ მომხდარა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ლაპარაკია კომპენსაციაზეც. მოსკოვმა მოკლულის ოჯახს 130 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ოთხოზორიების ოჯახის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტები იცავდნენ.

მსგავსი თემები