საფრანგეთში ქართველი ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

საფრანგეთში ქართველი ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ქალმა ქმარი გაგუდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული ლანა კ. მეუღლის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა, პროცედურა გაუქმდა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა მასზე ძალადობა უარყო.

ცნობილია, რომ ცოლ-ქმარს ხუთ შვილი ჰყავს, ყველა მცირეწლოვანი ბავშვთა თავშეფარში გადაიყვანეს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები