NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ – გიორგი ვაშაძე

NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ეს არის სისულელე. ეს ღიად მაქვს მათთვისაც ნათქვამი, რატომ აკეთებენ ამას, მე არ ვიცი – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი კვლევა 2024 წლის არჩევნები იქნება.

,,არასწორად არის ეს კვლევა გაკეთებული, თავისთავად, კითხვაც არასწორია. რა ვიცი, ერთი კვირის წინ IRI-ის კვლევა გამოვიდა, სხვა მონაცემია, ერთ კვირის შემდეგ NDI-ის კვლევა გამოდის – სხვა მონაცემია. NDI -ის დირექტორთან მქონდა მეგობრული საუბარი, ვაპირებ კიდევ დაველაპარაკო, რატომ აკეთებს ამას, არ ვიცი, მას დაუსვით ეს კითხვა. კარგი იქნება, თუ ტელევიზიაში მოიწვევთ ამ ადამიანს და ახსნა-განმარტებას გააკეთებს. როცა ყველა სოციოლოგი, რაც კი მსოფლიოში არსებობს, ეუბნება, რომ პოლიტიკური კვლევა ასე არ უნდა ჩატარდეს, რატომ ატარებს ასე, მე არ ვიცი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები