მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ გერმანიაში თავშესაფრის მიღების დაბალი შანსია, თუმცა კვალიფიციურ სპეციალისტთა მოზიდვა გაგრძელდება – ნენსი ფეზერი

საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშა ხელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ბუნდესტაგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე, ჩვენი სასამართლო სისტემის განტვირთვას შეუწყობს ხელს, ასევე თემებისა და მუნიციპალიტეტებისა, რომელთა კომპეტენციაშიც ეს შედის. საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშა ხელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი. ცირკულარულ მიგრაციას გავაძლიერებთ და ვიზრუნებთ იმაზე, რათა დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდეს გერმანულ ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებისათვის. ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალკვალიფიციური მუშა ხელი, ასევე, მნიშვნელოვანია განათლების სფეროში გაცვლა, გაზიარება სასწავლო სფეროში სტუდენტების, მეცნიერების. ამ ყველაფერს კიდევ უფრო გავაძლიერებთ,”- განაცხადა ნენსი ფეზერმა.

მსგავსი თემები