გონჩარენკოს სახლში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო

უკრაინის რადას ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, მის სახლში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

მისი თქმით, გამოძიება 182-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

„როგორც ვხვდები, მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟება ახლა ძალიან პოპულარული თემაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ის ვალერი ზალუჟნის ოთახში იპოვეს“, – წერს გონჩარენკო.

მსგავსი თემები