,,2-3 კვირაში, კიდევ დასჭირდება ოპერაცია”- როგორია გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვების მდგომარეობა

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. პატარე ლაზარეს მდგომარეობა სტაბილურია, მას დღეს პალატაში გადაიყვანენ და 2-3 კვირაში ახალ ოპერაციას ჩაუტარებენ.

„ოპერაცია სასწრაფო იყო, იმიტომ, რომ თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დეფექტი სასწრაფოდ უნდა დაგვეფარა. ოპერაცია, გეგმის მიხედვით ჩატარდა, საშუალოდ, 12-13 საათს გაგრძელდა. ახლა პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება. რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. დეფექტის 80% დახურულია. 2-3 კვირაში კიდევ დასჭირდება ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ“, – აცხადებს”კარაპს მედლაინის” პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კლანტროვი მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, ოზურგეთში  16 დეკემბერს პიტბულის ჯიშის ძაღლმა 5 და 2 წლის ძმები დაკბინა.

მსგავსი თემები