,,ჩვენს საზღვართან NATO-ს გაძლიერებას უპასუხოდ არ დავტოვებთ”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფინეთის ელჩი დაიბარეს. ეს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და ჰელსინკს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმდა.

უწყების პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რომ მათ საზღვრებთან “NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას უპასუხოდ არ დატოვებენ.”

,,საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს უთხრეს, რომ მოსკოვი ჩვენს საზღვართან NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას უპასუხოდ არ დატოვებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და ფინეთისა და მისი NATO-სს მოკავშირეების აგრესიული გადაწყვეტილებების საპასუხოდ აუცილებელ ზომებს მიიღებს,” – აცხადებს ზახაროვა. 

მსგავსი თემები