ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თემქაზე. ერთმანეთს სავარაუდოდ ჯერ ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა გაჩერებაზე მდგომი ქვეითი.
აღნიშნულ ნინფორმაციას და ვიდეოკადრებს “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო 1 თვეში ამ ადგილას ეს უკვე მერვე ავტოსაგზაო შემთხვევაა.