ღაზაში ხალხმა ჰუმანიტარული დახმარება მოძრავი მანქანებიდან აიღო

ეგვიპტიდან ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე რამდენიმე სატვირთო მანქანა შევიდა.

BBC ინფორმაციით, რაფაში მანქანებს მოსახლეობა გაეკიდა და საკვების ყუთები მოძრავი სატვირთოებიდან გადმოიღეს. ზოგი კი მიწაზე დაყრილი ყუთებიდან იღებდა საკვებს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ასეთი შემთხვევა დღეს არაერთხელ მოხდა და ამბობენ, რომ მშიერი ხალხი სატვირთოებს აჩერებს და საკვებს პირდაპირ ადგილზე იღებს, რის გამოც დახმარების განაწილება მოსახლეობაში რთული ხდება.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდული რაოდენობა შედის.

მსგავსი თემები