,,გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 20 დრონი ჩამოვაგდეთ” – უკრაინის საჰაერო ძალები

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა “შაჰიდის” ტიპის დრონებით, “ისკანდერებითა” და Kh-59 ტიპის მართვადი რაკეტით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, განადგურებულია 20 დრონი და რაკეტა, “ისკანდერმა” კი მიზანს ვერ მიაღწია.

,,17 დეკემბრის ღამეს საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს 20 დრონი და მართვადი რაკეტა Kh-59-ით. “ისკანდერმა” მიზანს ვერ მიაღწია. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების საჰაერო-სარაკეტო დანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები. ყველა საჰაერო სამიზნე განადგურდა ოდესის, ხერსონის, ზაპორიჟიესა და ხმელნიცკის რეგიონებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები