,,აშშ არის NATO-ს ბატონ-პატრონი” – პუტინი

,,დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და მათი გათვალისწინება მოუწევთ”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

,,აშშ არის NATO-ს ბატონ-პატრონი, ეს არის მათი უკანა ეზო, მთელი NATO, მთელი ორგანიზაცია…მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ NATO-ს მიზანს კონფრონტაცია წარმოადგენს. მისი შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს”, – თქვა პუტინმა.

მისივე მტკიცებით, რუსეთი ევროპაში უსაფრთხოების პრინციპებზე შეთანხმების მიღწევას 30 წელია “ცდილობს,” მაგრამ პასუხად ცინიკურ სიცრუეს, ან ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობებს იღებს.

მსგავსი თემები