რუსეთი საქართველოს 3+3 ფორმატში ისევ იწვევს

,,საქართველოს რუსეთი 3+3 ფორმატში ისევ იწვევს”. ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს.

მიხაილ გალუზინის თქმით, როცა საქართველო მზად იქნება ფორმატში მონაწილეობისთვის, სხვა ქვეყნები ამას მიესალმებიან.

,,პირველ რიგში, ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის 3+3 ფორმატის კარი მუდამ ღია. როცა და თუ იგრძნობენ მზადყოფნას ამ ფორმატში მონაწილეობისთვის, ყველა სხვა ქვეყანა, დარწმუნებული ვარ, ამას მიესალმება. ფაქტები და ისტორია, ჩვენი დღევანდელი რეალობის ფაქტები აჩვენებს, რომ რეგიონულ ქვეყნებზე უკეთ რეგიონულ პრობლემებს ვერავინ გადაჭრის. არა რეგიონელების ჩართვის ყველა მცდელობა, როგორც წესი, საუკეთესო შემთხვევაში არაფრით სრულდება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი სერიოზული კატასტროფით, რასაც გლობალური განზომილება აქვს”, – თქვა გალუზინმა.

შეგახსენებთ, რომ 3+3 ფორმატში აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სომხეთი არიან ჩართულები. საქართველომ მასში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მსგავსი თემები