ჩრდ. კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

იაპონიის სანაპირო დაცვისა და სამხრეთ კორეის სამხედროების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად ზღვისკენ დაუდგენელი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტა გასროლიდან 20 წუთში იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარეთ ჩამოვარდა.

გაშვებიდან ნახევარ საათზე ნაკლებ დროში, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა განცხადება თავდაცვის სამინისტროდან, სადაც აკრიტიკებდა “სამხედრო განგსტერებს” შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეაში წვრთნების, დაძაბულობის გაზრდის, ძალის გამოვლენისა და ბირთვული ომის დაგეგმვის გამო.

,,დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები საფუძვლიანად გაანეიტრალებს აშშ-ს და მისი ვასალური ძალების მცდელობას, გააჩაღონ ბირთვული ომი და ამით საიმედოდ უზრუნველყონ მშვიდობა და უსაფრთხოება კორეის ნახევარკუნძულზე”, – ნათქვამია სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების ყველა მოქმედება აკრძალულია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, თუმცა ფხენიანი იცავს მათ, როგორც თავდაცვის სუვერენულ უფლებას.

მსგავსი თემები