საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

სალონიკში 5 პირისგან შემდგარი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები დააკავეს. მათ შორის არიან საქართველოსა და სომხეთის მოქლაქეები.

საქმის მასალების მიხედვით, ჯგუფის წევრები ბინის მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ და როცა ისინი სახლებს ტოვებდნენ, მათ ბინაში იჭრებოდნენ და ძარცვავდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი სპეციალურად ნაქირავებ ფართში ქმნიდნენ გასაღებების ასლებს სხვადსხვა საკეტებისთვის, მუდმივად იცვლიდნენ მანქანებს და დანაშაულს სხვადასხვა ადგილას ჩადიოდნენ. 2 წლის განმავლობაში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ჯამში 170 000 ევრო მოიპარეს.

ადგილობრივი გამოცემების მიხედვით, დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, ძარცვის, ფულის გათეთრებისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. ერთ-ერთ დაკავებულს, 45 წლის კაცს, 6 წლის გოგოს გატაცებაშიც ედება ბრალი.

მსგავსი თემები