ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო ჩვენს ღონისძიებაზე? – კალაძე პრეზიდენტზე

,,ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო ჩვენს ღონისძიებაზე?”. ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახი კალაძემ კითხვას რატომ არ მიეცა პრეზიდენტს “ოცნების” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება.

,,რას ნიშნავს, არ მიეცა უფლება? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და რა ლოგიკით ამბობთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო და მისალმებოდა საზოგადოებას? აბსოლუტურად გაუგებარია”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები