ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინორეჟისორის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის – ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო. ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები