,,ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს” – ნეთანიაჰუ

,,ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს”. ამის შესახებ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ IDF-ის მიერ სამი ისრაელელი ტყვის შეცდომით მოკვლის შემდეგ, პირველი საჯარო განცხადების გაკეთებისას განაცხადა.

,,ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს. ეს უდა მოხდეს საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რასაც ჩვენი მოქალაქეების დაღუპვა ჰქვია. პარასკევს ისრაელის ჯარის მიერ სამი მძევლის შემთხვევით მოკვლამ მეც და მთელ ერს გული გაგვიტეხა. ჩვენ ისე ვართ ვალდებულები, გავაგრძელოთ ომი, როგორც არასდროს, ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ არ გავანადგურებთ ჰამასს, სანამ არ დავაბრუნებთ ყველა ჩვენს მძევალს”, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები