,,აშშ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ,,მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს” – ნარიშკინი

,,აშშ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ,,მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს”. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ამტკიცებს.

,,პოსტსაბჭოთა სივრცის შერყევის მცდელობისას, შეერთებული შტატები და მისი სატელიტები ცდილობენ დნესტრისპირეთის კონფლიქტი გალღობას, მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ამიერკავკასიაში არასტაბილურობის სტიმულირებასა და ავღანეთის ფაქტორის გამოყენებას, როგორც ინსტრუმენტს ცენტრალურ აზიაში ვითარებაზე გავლენის მოხდენის მიზნით…მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესის განვითარებასთან ერთად, გაიზრდება შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მცდელობების აგრესიულობა თანამეგობრობის სივრცეში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის“, – განაცხადა ნარიშკინმა დსთ-ს ქვეყნების სადაზვერვო და უსაფრთხოების ორგანოების სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ ნარიშკინი 2023 წლის აპრილშიც ამტკიცებდა, რომ დასავლეთი საქართველოს “აიძულებს” რუსეთთან კონფლიქტში შესვლასა და ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას.

მსგავსი თემები