ლიჯიანგის 800 წლიანი ძველი ქალაქი – ფოტორეპორტაჟი

ქალაქი ლიჯიანგი ჩინეთის პროვინციის იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ლიჯიანგის ძველი ქალაქი უნიკალურია თავისი ისტორიით.  ის შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

ძველი ქალაქი ლიჯიანგი არის თანამედროვეობისა და სიძველის შერწყმა. აქ ნახავთ სხვადასხვა ისტორიული არქიტექტურის სტილის ნარევს.  ძველ ქალაქს ყოველდღიურად ათასობით დამთავრიელებელი სტუმრობს როგორც დღე, ისე ღამე.

ლიჯიანგის ძველ ქალაქს ასევე უწოდებენ დაიან ძველ ქალაქს. ეს არის ერთადერთი ძველი ქალაქი ჩინეთის ყველა ცნობილ ისტორიულ და კულტურულ ქალაქს შორის, ქალაქის კედლის გარეშე და მას 800 წლიანი ისტორია გააჩნია.

ლიჯიანგის ძველი ქალაქის მთავარი ქუჩები დაყოფილია  რამდენიმე პატარა გზად და ხეივნად, ყოველი მათგანი ერთანეთს უკავშირდება. სეირნობ ქვაფენილზე, რომლის ორივე მხარეს ჩამწკრივებულია ხის, ძველებური სახლები თანამედროვე გაფორმებით. გამოფენილია სუვენირები, ადგილობრივი ნაწარმი, საკვები პროდუქტები, ტრადიციული სამოსი.

რაც თვალშსაცემია, ეს არის სიმწვანე და მცენარეების მრავალფეროვნება.

ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელიც დაბნელებისას რადიკლურად განსხავავებული სანახავია. მთელი ტერიტორია განათებულია წითელ-ყვითელი ფარნებით. ირგვლივ ისმის ცოცხალი სიმღერები და მუსიკა. მომღერლები ძველებური ტიპის სახლების ვერანდებიდან ტრადიციულ სიმღერებს მღერიან, რომელსაც უამრავი მსმენელი ჰყავს. ძველ ქალაქში ხალხის ნაკადი გვიან ღამემდე არ იკლებს, უფრო მეტიც, ღამით აქ ახალგაზრდებს ხანშიშესულებიც უერთდებიან, რომლებიც მათთან ერთად მხიარულობენ.

კა გულუა ლიჯიანგიდან

მსგავსი თემები