დიღმის მასივში 12 250-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა – მიზეზი და აღდგენის დრო

კერძო კომპანიის მიერ გაზსადენი მილის დაზიანების გამო, დიღმის მასივში 12 250-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა.

“თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზის მოწოდების აღდგენა 17 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგენა.

,,თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით მისგან დამოუკიდებლად შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის დანადგარების ონკანები ღია მდგომარეობაში,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები