,,აიღეს და შეათრიეს ფინეთი NATO-ში” – პუტინი

,,აიღეს და შეათრიეს ფინეთი NATO-ში… მასთან პრობლემები არ გვქონია, მაგრამ გვექნება”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

,,აიღეს და შეათრიეს ფინეთი NATO-ში. ჩვენ რა, ფინეთთან რაიმე სადავო გვქონდა? ყველა დავა, მათ შორის ტერიტორიული სახის, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში დიდი ხანია, გადაწყდა. ჩვენ გვქონდა ყველაზე კარგი, ყველაზე გულითადი ურთიერთობა. დიახ, სატყეო კომპლექსში იყო რაღაც პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ქვეყანაში ხე-ტყის გადამუშავების განვითარებასთან. ეს იყო და ეს. ეს წვრილმანია რეალურად. პრობლემები არ არსებობდა, ახლა იარსებებს, რადგან ახლა შევქმნით ლენინგრადის სამხედრო ოლქს და იქ ჯარების გარკვეული დანაყოფების კონცენტრაციას ვაპირებთ”, – ამბობს პუტინი.

მსგავსი თემები