,,ხანდაზმული თაღლითები” – ლევან ნიკოლეიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლდნენო და იმას კი არ ამბობენ, თაღლითობაში რომ გამტყუნდნენ და სასჯელი მხოლოდ ხანდაზმულობის გამო არ მიესაჯათ. ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლდნენო და იმას კი არ ამბობენ, თაღლითობაში რომ გამტყუნდნენ და სასჯელი მხოლოდდამხოლოდ ხანდაზმულობის გამო არ მიესაჯათ. პირველი ინსტანციის შემდეგ, ოცნების რომელიღაც პოლიტიკოსმა აბსოლუტურად სწორად, განსაკუთრებით სამართლებრივი თვალსაზრისით, უწოდა მათ „ხანდაზმული თაღლითები”, – წერს ნიკოლეიშვილი.

მეტი...

ძლიერი წვიმის გამო, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ძლიერი წვიმის გამო, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა გზები და შეფერხდა მოძრაობა მეტროში. ,,ეს საფრთხის შემცველი მდგომარეობაა და ის არ დასრულებულა”, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა.

მეტი...

,,მძინარე მამას სანადირო თოფიდან თავის არეში ესროლა…” – გორში მომხდარი მკვლელობა

პროკურატურამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე მამას სანადირო თოფიდან თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზარახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი  ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.…

მეტი...

ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

კუალა-ლუმპურში (მალაიზია) IFA -ს (მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია) ეგიდით, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ვეტერანი და მოქმედი უძლიერესი სპორტსმენები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. საქართველოს ნაკრების წევრი, ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე, ჩემპიონატის გრანდ მასტერისა და ვეტერანის კატეგორიაში, მძიმე წონაში ასპარეზობდა. იგი გრანდ მასტერის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ვეტერან სპორტსმენებს შორის, ოქროს მედალს დაეუფლა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. აღნიშნული ჩემპიონატი, ყოველწლიურად ტარდება. წელს, ასპარეზობამ სტარტი 25 სექტემბერს აიღო და 1 ოქტომრამდე გასტანს. აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძემ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედლით დაბრუნდა სამშობლოში.…

მეტი...

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ,,არჩევნებისთვის”, ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის ოლქებში ჩატარებული ე.წ. არჩევნების გამო, ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაშია 11 პირი. სანქციები დაუწესდა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც. სანქციები მოიცავს გადაადგილებისა და ფინანსებზე წვდომის შეზღუდვას, სანქციებს დაქვემდებარებული პირებისთვის. ,,რუსეთის ყალბი არჩევნები არის უშედეგო მცდელობა, რომ ლეგიტიმაცია მოახდინოს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო კონტროლზე. სხვის ქვეყანაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია”, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.

მეტი...

საქართველოს მოქალაქე სალონიკში, საიუველირო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა და ძვირფასეულობა წაიღო

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ნიღბიანი კაცი შუადღისას სალონიკის ცენტრში მდებარე საიუველირო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა და 8 000 ევროს ღირებულების ოქრო და ძვირფასეულობა წაიღო. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დამნაშავე მაღაზიის მეპატრონეებმა გამვლელების დახმარებით ქუჩაში დაიჭირეს და პოლიციის მისვლამდე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 42 წლის კაცმა დანაშაული აღიარა.

მეტი...

3 ოქტომბრიდან ნორვეგია რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს

3 ოქტომბრიდან ნორვეგია რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს. ,,ნორვეგია მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რეაგირებს იმ სასტიკ ომზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები ეფექტიანი იყოს, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი აღვკვეთოთ, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ომის დაფინანსებისთვის სჭირდება”, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა. შეზღუდვა 10, ან ნაკლები დასაჯდომი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელდება. შეგახსენებთ, რომ რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. აკრძალვა ამოქმედდა ფინეთშიც. ევროპული ქვეყნები მსგავს გადაწყვეტილებებს ევროკომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ იღებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალებათ რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვება. ევროკომისიამ რეკომენდაცია 8…

მეტი...

რუსეთი აზერბაიჯანთან „რუსი სამშვიდობოების“ საკითხს განიხილავს

ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რუსული მხარე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს გეგმავს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს, მთავარი განხილვის საგანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე „რუსი სამშვიდობოების“ მუშაობა იქნება. „ამჟამად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ ამ კითხვაზე პასუხი გასცეს, რადგან ახლა საუბარია მისიაზე, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს იქნება ჩვენი განხილვის საგანი აზერბაიჯანულ მხარესთან”, – განაცხადა პესკოვმა მედიასთან. სომხეთიდან მოსახლეობა გარბის – ამ ეტაპისთვის, სომხეთს 93 000-მდე დევნილი ჰყავს

მეტი...

მოსკოვი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა, საკუთარი პირობით

მოსკოვი – კიევი; კიევი – მოსკოვი – როგორც რუსული მხარე აცხადებს, ამჯერადაც მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუმცა, საკუთარი პირობები გააჩნია. რუსული მხარე ამჯერადაც ხელს უკრაინისკენ იწვდის და ამბობს, რომ მას კომფლიქტის დასრულება არ სურს. როგორც რუსი დიპლომატი, საგარე მინისტრი სერგეი ლავროვი განმარტავს, მოლაპარაკების მაგიდასთან მთავარია, რომ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები იყოს დაცული. „მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. მოლაპარაკება უნდა შედგეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით.  ჩვენი უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული“ – აღნიშნა ლავროვმა და დასძინა, რომ  მოლაპარაკებისთვის აუცილებელია, უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვთან დიალოგის აკრძალვა გააუქმოს. მისივე თქმით, რაც უფრო დიდხანს გაჭიმავს კიევი მოლაპარაკებების…

მეტი...

სომხეთიდან მოსახლეობა გარბის – ამ ეტაპისთვის, სომხეთს 93 000-მდე დევნილი ჰყავს

დღევანდელი მონაცემებით, სომხეთში არწახიდან (მთიანი ყარაბაღი) 93000 იძულებით გადაადგილებული ადამიანი ჩავიდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დევნილთა რიცხვი მზარდია. „12:00 საათის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა რაოდენობა 91 448-ს შეადგენდა, დაახლოებით 16:00 საათისთვის კი დევნილთა რაოდენობამ 93 ათასს გადაჭარბა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა. რაც შეეხება ავტომანქანების რაოდენობას, მთიანი ყარაბაღიდან 19 103 მანქანამ გადაკვეთა ჰაკარის ხიდი.

მეტი...

,,სააკაშვილი არის სპეცსამსახურების პროექტი და ამიტომაც უნდოდა, საქართველოში სიტუაციის არევა”- შალვა პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილი არის სპეცსამსახურების პროექტი და ამიტომაც უნდოდა, საქართველოში სიტუაციის არევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სპეცსამსახურების პროექტია და ამიტომაც უნდოდა, საქართველოში სიტუაციის არევა. „საქართველოში სააკაშვილის შემოპარვა ორგანიზებული იყო უკრაინის კონტრდაზვერვის მოადგილის მიერ, რომლის წინააღმდეგ გამოძიება მიდის. მაშინ, ჩვენ მტკიცებულებები და საუბრები ვნახეთ, რითაც მტკიცდებოდა, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის მოადგილე ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარვაში. ამიტომ, პრობლემა იმაში კი არ არის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში როდის მოვა ან წავა, საქართველოს მოქალაქეობა აქვს თუ სხვა ქვეყნის, პრობლემაა იმაში, რომ ის არის სპეცსამსახურების პროექტი და…

მეტი...

,,თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს”- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ პროგნოზს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2 ოქტომბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 29-30 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 1 ოქტომბერს დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე,…

მეტი...

,,მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ”- გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩები შერაზ გასრი და პეტერ ფიშერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ელჩები საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. „2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მთავრობის სხვადასხვა წევრების…

მეტი...

უკრაინა არ დათანხმდება ევროკავშირის მეორეხარისხოვან წევრობას – დენის შმიგალი

უკრაინა არ დათანხმდება ევროკავშირის მეორეხარისხოვან წევრობას, – ამის შესახებ  უკრიანის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, ”კიევი მიზნად ისახავს გახდეს „სრულფასოვანი კანდიდატი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის“. „ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამას ყველა უკრაინელისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა შმიგალმა. უკრაინის პრემიერმა აღნიშნული  განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ დებატები აქტიურდება მომავალ თვეებში დაგეგბილი შეხვედრების წინ. საფრანგეთი და გერმანია უჭერენ მხარს ევროკავშირის სრული სტატუსის ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც დაფუძნებულია წევრობის ოთხ სხვადასხვა კონცენტრირებულ წრეზე. ეს შეიძლება იყოს ეტაპობრივი ინტეგრაციის ჩარჩო. „ჩვენ გვინდა, ვიყოთ სრულუფლებიანი…

მეტი...

2024 წლიდან პენსიები იზრდება

რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით, აქედან, პენსიების ზრდა გვაქვს და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. „აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში. ეს არის რეალური შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება…

მეტი...

,,მკვლელობის შემდეგ ცხედარი პლედში გაუხვევია, მანქანაში ჩაუდია და ავჭალაში ნაკვეთში დაუმარხავს”- მკვლელობის ახალი დეტალები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში შვილმა მამა მოკლა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას – 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. საზარელი მკვლე­ლო­ბის დეტალებზე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, მერის წარმომადგენელი დიცის ადმინისტრაციულ ერთეულში გია ჯალაბაძე საუბრობს. ,,ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. უშანგი ინაურს პირადად ვიცნობდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო, უწყინარი, მშრომელი, არც ეკონომიკურად უჭირდა და შვილებსაც შეუქმნა ყველანაირი პირობები. უშანგის შარშან გარდაეცვალა მეუღლე, შემდეგ კი – დედინაცვალი. კვირას დედინაცვალს…

მეტი...

,,ოფიციალურად  არ ვარ უფლებამოსილი, ეს ვიზიტი შემესრულებინა, მაგრამ ვმოქმედებ რწმენით და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამეკეთებინა”- პრეზიდენტი

ოფიციალურად მე არ ვარ უფლებამოსილი, ეს ვიზიტი შემესრულებინა, მაგრამ ვმოქმედებ რწმენით და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტი კითხვა დაუსვეს, იყო თუ არა მისი ვიზიტი მთავრობასთან შეთანხმებული. „თქვენ ალბათ იცოდით, რომ – არა, ეს ვიზიტი არ იყო საქართველოს მთავრობის მიერ დადასტურებული ჩემი გაგების მიღმა არსებული მიზეზებით. ვფიქრობ, ახლა ყველამ, პარლამენტმა, მთავრობამ, პრეზიდენტმა, უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია მოითხოვს, რათა დავარწმუნოთ პარტნიორები, რომ აუცილებელია, კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წელს მივიღოთ. ვცდილობ, ეს ყველაფერი გავაკეთო. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, თუმცა ოფიციალურად მე…

მეტი...

,,2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში”- ირაკლი ღარიბაშვილი

შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის რეალური შედეგი  ხელისუფლების მუშაობის. „70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი.  გარდა ამისა, რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც, ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მლრდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.6 მლრდ ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა“, –  განაცხადა…

მეტი...

28 წლის ძმას იარაღი გაუვარდა 10 წლის ძმა შემთხვევით დაჭრა – ბავშვი ცხინვალიდან თბილისში გადმოიყვანეს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) შუამავლობით ცხინვალიდან თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული 10 წლის ბავშვი გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ეხო კავკაზა” ავრცელებს. მოზარდი, თავდაპირველად ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შსს-ს წინასწარი ინფორმაციით, ძავას რაიონის 23 წლის მცხოვრებმა ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით გაუვარდა და  10 წლის ძმა დაჭრა. შემთხვევა კვაისი-გუფთას გზატკეცილზე მოხდა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებები მომხდარის გარემოებების დასადგენად.

მეტი...

,,ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის”- ღარიბაშვილი

ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს განიხილება 2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, რომელსაც  გადაეგზავნება პარლამენტს. „ჩვენ დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც ჩვენ გადავაგზავნით პარლამენტში. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. მანამდე, კიდევ ერთხელ მინდა, ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციების. იცით, რომ იცით, რომ ჩვენ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ, 6,5%-ზე არის ნავარაუდევი წელს ეკონომიკის ზრდა, თუმცა, თავიდან იყო დათვლილი ძალიან კონსერვატიულად, 5%-ზე იყო…

მეტი...

,,ჩემს თეას დაუწერია, ნანა ჯანელიძემ ფილმის დაფინანსება ჩაწყობით მოიპოვაო”- გიორგი გახარია

“მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში,” – ამის შესახებ პარტია ”საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს. მისი თქმით, ნანა ჯანელიძის ფილმ იარე ლიზას მხარდაჭერაში მცირედი წვლილი მიუძღვის. მისი თქმით, ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც ,,სააკაშვილს და წულუკიანს თურმე ერთნაირად, ისე, რომ არ უნახავთ, არ მოწონებიათ ჯანელიძის ახალი ფილმი აფხაზეთის ომზე. იმ არანორმალურზე საუბარს აზრი არ აქვს, ჩემს თეას კი გუშინ დაუწერია, ნანა ჯანელიძემ ფილმის დაფინანსება ჩაწყობით მოიპოვაო. თეა ძვირფასო, თქვენ, შენ, ის ბრძენი კაცი, ისეთი ტემპით მიექანებით ჩრდილოეთისკენ, რომ მალე ჩვენ – ქართველებს და აფხაზებს –…

მეტი...

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაამყარეს კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებთან და თითქოსდა კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებული მომსახურების და ქველმოქმედების განხორციელების საფუძვლით, სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხები მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, მათთან დაკავშირებული პირების სახელზე. ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნით,  მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და ნაწილი სწრაფი ფულადი გზავნილების სახით  საზღვარგარეთ გადარიცხეს, ხოლო ნაწილი   საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და პირადი საჭიროებისამებრ განკარგეს. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა  329 212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო…

მეტი...

რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით – კახა კალაძე

„რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით“ – ასე უპახუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, ვის უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ – პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამბობს, რომ შეძლებული ოჯახიდანაა, თუ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ღარიბაშვილის წარდგენისას განაცხადა, რომ ის გარკვეული პერიოდი მიმტანად მუშაობდა. „რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით. მაგალითად, ჩემმა შვილმა რომ დაიწყოს მიმტანად მუშაობა, ამაში ცუდი რა არის, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი შვილი არ არის შეძლებული ოჯახიდან? მე, მაგალითად, არ ვიყავი შეძლებული ოჯახიდან და რასაც მივაღწიე, ჩემი შრომით…

მეტი...

,,ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც”- გახარია ნანა ჯანელიძის ფილმზე

პარტია ”საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნანა ჯანელიძის ფილმ იარე ლიზას მხარდაჭერაში მცირედი წვლილი მიუძღვის. მისი თქმით, ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც. ,,მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც. რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და წარსულისა, ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს”, – განაცხადა მან ვიდეომიმართვის დროს. ,,ეს არის კონფლიქტის გაღვივება”- დაპირისპირება კინოთეატრ ამირანში

მეტი...

ადამიანი რომ უგულავასთან გაერთიანდება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ზომბებს ადარებს, რა გამარჯვებაზეა საერთოდ საუბარი? – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მომავალ არჩევნებზე გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა. „ყველაფერი ცხადი და ნათელია: ადამიანი რომ გიგი უგულავასთან გაერთიანდება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას თავისი პირით ადარებს ზომბებს, რა გამარჯვებაზეა საერთოდ საუბარი? გვარამია დიდი ხანია არის პოლიტიკაში და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გინდ გვარამია იყოს, გინდ ბუაძე, მელია და ა.შ., არაფერი შეიცვლება. ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ჰყავთ ერთი პატრონი, რადიკალიზმი კი…

მეტი...

საარჩევნო კამპანიების შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს – ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”სტრატეგია აღმაშენებლის” ერთობლივ საარჩევნო კამპანიების შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს.  მისი თქმით, ვაშაძეს ამ საქმიანობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. “მივიღეთ გადაწყვეტილება, ნაციონალურმა მოძრაობამ სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად, რომ ამ კოალიციას სჭირდება მათ შორის შტაბური, კამპანიური მუშაობა. ოპოზიციას საუკეთესო გამოცდილება აქვს ერთ ტურიან არჩევნებში გამარჯვებისა, რაც ჩვენ შევძელით 2018 წელს და 2024 წელს ვადიანი ან ვადამდელი არჩევნების პირობებში, ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ტური, ერთი დღე არჩევნების და არანაირი ორი ტური. შესაბამისად, 2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება შტაბურ-კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური…

მეტი...

,,უკვე აქ ვარ და ვაპირებ აქტიურად ჩავერთო ყველა ღირსეული ადამიანის გაერთიანებაში, მათ შორის მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში”- სააკაშვილი

,,საქართველო არის დაპყრობილი და დაპატიმრებული ქვეყანა, დაპყრობის პროცესი დაიწყო 2012 წელს, როდესაც რუსეთმა ხელში ჩაიგდო ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება და ახლა ჩვენ ამ დაპყრობის პროცესის საბოლოო ეტაპზე ვიმყოფებით,”-  ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი. მისი თქმით, გამოსავალი პირველ რიგში ერთობაშია. ,,საქართველო არის დაპყრობილი და დაპატიმრებული ქვეყანა, დაპყრობის პროცესი დაიწყო 2012 წელს, როდესაც რუსეთმა ხელში ჩაიგდო ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება და ახლა ჩვენ ამ დაპყრობის პროცესის საბოლოო ეტაპზე ვიმყოფებით. რუსეთს ჰყავს თავისი გენერალ-გუბერნატორი საქართველოში – ივანიშვილი, რომელიც აკეთებს იმას, რაც რუსეთში ისწავლა, გვაყურებინებს წარმოდგენებს, ერთმანეთთან აჩხუბებს პრეზიდენტსა და მთავრობას, ოპოზიციის…

მეტი...

,,რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის”- კახა კალაძე

„რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“, რადგან ის არ ატარებს სხვა ქვეყნის ინტერესებს. „იცით ამ საკითხზე ჩემი დამოკიდებულება. მსგავსი პლატფორმები ძალიან ბევრი ყოფილა. ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, ერთნი არიან და ერთი პატრონი ჰყავთ, უბრალოდ სხვადასხვა სახელს ირქმევენ. რა თქმა უნდა, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება. ზოგადად, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

„სომხეთისთვის ერთადერთი პერსპექტივა ახლა არის დასავლეთისკენ და ევროკავშირისკენ ყურება”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ყარაბაღის საკითხსა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით,  საჭიროა რეგიონში ევროკავშირისა და აშშ-ის მეტი ჩართულობა. „სომხეთისთვის ერთადერთი პერსპექტივა ახლა არის დასავლეთისკენ და ევროკავშირისკენ ყურება, რომელიც ამ ბოლო ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული. სომხეთში, საქართველოს მსგავსად, განთავსებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირისა და ამერიკელების მეტი ჩართულობა, რომლებიც ბოლო დროს აჩვენებენ, რომ მათ სურთ ჰუმანიტარული მისიის გაგზავნა და სურთ, იყვნენ უფრო მეტად წარმოდგენილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დარეგულირების შანსები, თუმცა რუსეთმა ორ ქვეყანას შორის ძალიან ნეგატიური…

მეტი...

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დარეგულირების შანსები, თუმცა რუსეთმა ორ ქვეყანას შორის ძალიან ნეგატიური როლი შეასრულა – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დარეგულირების შანსები, თუმცა რუსეთმა ორ ქვეყანას შორის ძალიან ნეგატიური როლი შეასრულა. მისი თქმით, ბოლო მოვლენებმა შეცვალა სომხეთის მოსახლეობის დამოკიდებულება და აზრი, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტეთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას, რადგან გვინდა, რომ ეს იყოს იქ მცხოვრები მოსახლეობის და არა გამოყენებული ძალის ნება. ვფიქრობ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი დარეგულირების შანსები იყო. სამწუხაროდ, რუსეთმა ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან ნეგატიური როლი შეასრულა, რათა არ…

მეტი...

პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმპიჩმენტზე ნაკლებად ვისაუბრეთ – სალომე სამადაშვილი

„ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმპიჩმენტზე ნაკლებად ისაუბრეს. მისი თქმით,  პრეზიდენტთან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს არის ქვეყანა. „ვისაუბრე იმ გამოწვევებზეც, რომელიც გვაქვს მათ შორის არა მხოლოდ ევროკავშირის დღის წესრიგის თვალსაზრისით, არამედ იმ პასუხით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ გასცა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, რომელმაც ფარცხალაძე დაასანქცირა. საფრთხე, რომელიც ქვეყანას ამ პასუხით შეექმნა. ვისაუბრე აუცილებლობაზე, რომ ნათელი გავხადოთ, რომ რუსეთის ჯაშუშები გადაიხდიან ფასს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობისთვის. ასევე საუბარი მქონდა, რომ ის ხალხი, ვინც იბრძვის და იბრძოლა ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის დასაცავად, არ უნდა ხდებოდეს „ქართული…

მეტი...

ყარაბაღში, საწვავის საცავში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა

ყარაბაღში, საწვავის საცავში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. „ამ დროისთვის სულ ნაპოვნია 170 ცხედარი, რომლებიც გადასვენებული არიან სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში. ადგილობრივებს რეგიონის დასატოვებლად საცავიდან საწვავს ურიგებდნენ, რის გამოც ტერიტორიაზე ბევრი ადამიანი იყო თავმოყრილი.

მეტი...

,,გავიგეთ, რომ დაკარგული იყო, სამშაბათიდან ვეძებდით, თვითონაც ეძებდა”- შვილმა მამა მოკლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში შვილმა მამა მოკლა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას – 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. შემთხვევა სამშაბათს მოხდა, გაუჩინარებულ კაცს კი ამ დრომდე ეძებდნენ. როგორც ირკვევა სამძებრო ღონისძიებაში შვილის იყო ჩართული, რომელმაც მოგვიანებით დანაშაული აღიარა. ,,ჩემი ბიძაა, მამის ძმა, გავიგე რომ დაიკარგა ბიძაჩემი და იმ დღიდან მოყოლებული ვეძებთ. გუშინ დილას დამირეკეს და მითხრეს, რომ გარდაცვლილი იპოვეს ავჭალის აგარაკზე. სამშაბათს საღამოდან…

მეტი...

საქართველოს ეკონომიკა აგვისტოში 5.8 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.0 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და დასაწყობების და ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორებში.

მეტი...

,,მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას, მათი მიზანია ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა და დემოკრატიული საფუძვლების შესუსტება”- პაპუაშვილი

„ბოლო პერიოდში სახეზეა დეზინფორმაციული კამპანიის მატება, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციას და სიმართლის დამახინჯებას ისახავს მიზნად”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, დეზინფორმაცია ველური ხანძარივით ვრცელდება სოციალური მედიის პლატფორმებზე, რა დროსაც ალგორითმები  სიზუსტის ნაცვლად პრიორიტეტს ინტერაქციას ანიჭებენ. შედეგად, მცდარმა ინფორმაციამ რამდენიმე წამში შეიძლება მიაღწიოს მილიონებამდე, რაც მანიპულაციისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. „უფრო მეტიც, ფარული საგარეო ინტერვენცია უფრო და უფრო მეტად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის. მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას და ამით დემოკრატიული პროცესების დაზიანებას. მათი მიზანია ინსტიტუტებისადმი…

მეტი...

„ვანგერის“ ჯგუფის დაქირავებულმა ჯარისკაცებმა უკრაინაში განლაგება დაიწყეს – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „ვანგერის“ ჯგუფის დაქირავებულმა ჯარისკაცებმა უკრაინაში განლაგება დაიწყეს. როგორც დაზვერვის განცხადებაში ნათქვამი, „ვაგნერის“ ჯარისკაცები ბრუნდებიან როგორც ინდივიდუალურად, ისე მცირე ჯგუფებში, რომლებიც იბრძვიან უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა პრორუსული შენაერთების მხარეს. „გადანაწილებული პერსონალის ზუსტი სტატუსი გაურკვეველია, მაგრამ, სავარაუდოა, რომ პირები გადაიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ძალების ნაწილებში“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. ბრიტანეთის დაზვევრვისცნობით, ” ვაგნერელები“ კონცენტრირებულნი არიან დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში.

მეტი...