საქართველოს მოქალაქე სალონიკში, საიუველირო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა და ძვირფასეულობა წაიღო

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ნიღბიანი კაცი შუადღისას სალონიკის ცენტრში მდებარე საიუველირო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა და 8 000 ევროს ღირებულების ოქრო და ძვირფასეულობა წაიღო.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დამნაშავე მაღაზიის მეპატრონეებმა გამვლელების დახმარებით ქუჩაში დაიჭირეს და პოლიციის მისვლამდე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 42 წლის კაცმა დანაშაული აღიარა.

მსგავსი თემები