„სომხეთისთვის ერთადერთი პერსპექტივა ახლა არის დასავლეთისკენ და ევროკავშირისკენ ყურება”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ყარაბაღის საკითხსა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით,  საჭიროა რეგიონში ევროკავშირისა და აშშ-ის მეტი ჩართულობა.

„სომხეთისთვის ერთადერთი პერსპექტივა ახლა არის დასავლეთისკენ და ევროკავშირისკენ ყურება, რომელიც ამ ბოლო ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული. სომხეთში, საქართველოს მსგავსად, განთავსებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირისა და ამერიკელების მეტი ჩართულობა, რომლებიც ბოლო დროს აჩვენებენ, რომ მათ სურთ ჰუმანიტარული მისიის გაგზავნა და სურთ, იყვნენ უფრო მეტად წარმოდგენილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დარეგულირების შანსები, თუმცა რუსეთმა ორ ქვეყანას შორის ძალიან ნეგატიური როლი შეასრულა – პრეზიდენტი

მსგავსი თემები