რუსეთი აზერბაიჯანთან „რუსი სამშვიდობოების“ საკითხს განიხილავს

ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რუსული მხარე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს გეგმავს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს, მთავარი განხილვის საგანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე „რუსი სამშვიდობოების“ მუშაობა იქნება.

„ამჟამად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ ამ კითხვაზე პასუხი გასცეს, რადგან ახლა საუბარია მისიაზე, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს იქნება ჩვენი განხილვის საგანი აზერბაიჯანულ მხარესთან”, – განაცხადა პესკოვმა მედიასთან.

სომხეთიდან მოსახლეობა გარბის – ამ ეტაპისთვის, სომხეთს 93 000-მდე დევნილი ჰყავს

მსგავსი თემები