,,გავიგეთ, რომ დაკარგული იყო, სამშაბათიდან ვეძებდით, თვითონაც ეძებდა”- შვილმა მამა მოკლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში შვილმა მამა მოკლა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას – 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

შემთხვევა სამშაბათს მოხდა, გაუჩინარებულ კაცს კი ამ დრომდე ეძებდნენ. როგორც ირკვევა სამძებრო ღონისძიებაში შვილის იყო ჩართული, რომელმაც მოგვიანებით დანაშაული აღიარა.

,,ჩემი ბიძაა, მამის ძმა, გავიგე რომ დაიკარგა ბიძაჩემი და იმ დღიდან მოყოლებული ვეძებთ. გუშინ დილას დამირეკეს და მითხრეს, რომ გარდაცვლილი იპოვეს ავჭალის აგარაკზე. სამშაბათს საღამოდან ვეძებთ უკვე. სერიოზული კონფლიქტი არ ჰქონიათ არაფერი”, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.

ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს,”- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები