სომხეთიდან მოსახლეობა გარბის – ამ ეტაპისთვის, სომხეთს 93 000-მდე დევნილი ჰყავს

დღევანდელი მონაცემებით, სომხეთში არწახიდან (მთიანი ყარაბაღი) 93000 იძულებით გადაადგილებული ადამიანი ჩავიდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დევნილთა რიცხვი მზარდია.

„12:00 საათის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა რაოდენობა 91 448-ს შეადგენდა, დაახლოებით 16:00 საათისთვის კი დევნილთა რაოდენობამ 93 ათასს გადაჭარბა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა.

რაც შეეხება ავტომანქანების რაოდენობას, მთიანი ყარაბაღიდან 19 103 მანქანამ გადაკვეთა ჰაკარის ხიდი.

მსგავსი თემები