,,რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის”- კახა კალაძე

„რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“, რადგან ის არ ატარებს სხვა ქვეყნის ინტერესებს.

„იცით ამ საკითხზე ჩემი დამოკიდებულება. მსგავსი პლატფორმები ძალიან ბევრი ყოფილა. ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, ერთნი არიან და ერთი პატრონი ჰყავთ, უბრალოდ სხვადასხვა სახელს ირქმევენ. რა თქმა უნდა, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება. ზოგადად, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას, სირთულეებს და იმ გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს რეგიონში. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, რომ ქვეყანა გაიყვანოს ბოლომდე სამშვიდობოზე, შეინარჩუნეს მშვიდობა, არ გაატაროს სხვა ქვეყნის
ინტერესები ისე, რომ ეროვნული ინტერესები დაზიანდეს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები