უკრაინა არ დათანხმდება ევროკავშირის მეორეხარისხოვან წევრობას – დენის შმიგალი

უკრაინა არ დათანხმდება ევროკავშირის მეორეხარისხოვან წევრობას, – ამის შესახებ  უკრიანის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, ”კიევი მიზნად ისახავს გახდეს „სრულფასოვანი კანდიდატი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის“.

„ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამას ყველა უკრაინელისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერმა აღნიშნული  განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ დებატები აქტიურდება მომავალ თვეებში დაგეგბილი შეხვედრების წინ. საფრანგეთი და გერმანია უჭერენ მხარს ევროკავშირის სრული სტატუსის ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც დაფუძნებულია წევრობის ოთხ სხვადასხვა კონცენტრირებულ წრეზე. ეს შეიძლება იყოს ეტაპობრივი ინტეგრაციის ჩარჩო.

„ჩვენ გვინდა, ვიყოთ სრულუფლებიანი წევრი, რადგან უკრაინა დღეს არის უნიკალური ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ასეთი დიდი ფასი გადაიხადა ევროკავშირში გაწევრიანების თავისი სურვილისთვის. ევროკავშირის წევრობის არცერთ სხვა კანდიდატ ქვეყანას არასდროს ჰქონია მოსახლობის ასეთი მხარდაჭრა – 90%-ზე მეტი, რომელსაც სურს, მიისწრაფვის, გახდეს გაერთიანებული ევროპის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა შმიგალმა.

მსგავსი თემები