ყარაბაღში, საწვავის საცავში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა

ყარაბაღში, საწვავის საცავში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.

„ამ დროისთვის სულ ნაპოვნია 170 ცხედარი, რომლებიც გადასვენებული არიან სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.

ადგილობრივებს რეგიონის დასატოვებლად საცავიდან საწვავს ურიგებდნენ, რის გამოც ტერიტორიაზე ბევრი ადამიანი იყო თავმოყრილი.

მსგავსი თემები